ქართული
ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობისას
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა
სარჩევი
შესავალი .................................................................................................................................4
თავი I
1.1
ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი...........................................................6
1.2
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
....................................................................................6
1.3
პრობლემის აქტუალობის დასაბუთება...................................................................7
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ..................................................................................................8
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება
...........................................................................10
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ......................................................................................11
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა......................................................................................11
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა ...............................................................................15
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
..........................................................17
თავი V
ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 სახელმძღვანელოს შეფასება ..........................................................................................17
5.2 საშინაო დავალების
შესრულება ...................................................................................18
5.3 ჯგუფური, წყვილებში
მუშაობის შეფასება და კითხვარების შევსება....................19
თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი
და სკოლაში მის დანერგვა................................................21
თავი VII
7.1 პროექტის ვადები
..............................................................................................................22
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები
...........................................................................................23
7.3 კვლევის ნაკლოვანებები
..................................................................................................23
დასკვნა
......................................................................................................................................24
ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................25
დანართი ...................................................................................................................................25
შესავალი
საჯარო სკოლებში
ჯერ დაწყებით, ხოლო შემდეგ საბაზო და საშუალო საფეხურზე ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციისას უდიდეს
პრობლემას წარმოადგენს ლექსიკური მარაგის სიმწირე.
არსებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და
მისი დაძლევის მიზნით
სურამის N4 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე(VIკლ) ჩავატარე პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა 2017-2018 სასწავლო
წელს, რომლის მიზანი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ლექსიკური მარაგის
გამდიდრებაზე მუშაობისას მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გაზრდა და, ამ მხრივ, ცოდნის დონის
ამაღლება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 23 -მა მოსწავლემ.
კვლევის
დროსგამოყენებულიიქნა შემდეგიმეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად
გამოყენებული იყო კვლევის როგორც თვისებრივი (ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული
და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები(სკრინინგული ტესტირება); დაიგეგმა
ინტერვენციები: კითხვარების შევსება
ექვსი თვის განმავლობაში,
სკრინინგული ტესტი სემესტრის დასაწყისში და სემესტრის ბოლოს, თანაბარი სიძლიერის ჯგუფების შექმნა და ჯგუფური
მუშაობები; კვლევის შედეგები: მონაცემთა
ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზედადგინდა, რომ ამაღლდა
მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა სწავლისშედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა
სასწავლო პროცესში,განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ეს, როდესაც მოსწავლეებისთვის დამატებითი
რესურსები შევიტანე.დასკვნა: მიუხედავად
ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებები განხორციელდეს სახელმძღვანელოებთან
მიმართებაში საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან: I თავში მოცემულია
ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი
და ამოცანები; II თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებები გაკვეთილზე მოსწავლეთა
ჩართულობის გაზრდის პრაქტიკის შესახებ; III თავში განხილულია საკვლევი კითხვების ფორმულირება;
IV თავში - კვლევის მეთოდები, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები
და მათი ანალიზი;V თავი-ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი;VI თავი ეხება პრაქტიკული
კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას; VII თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიის
შესახებ დაპროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და
კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძოსიტყვები:ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზელექსიკური
მარაგის გამდიდრებაზე მუშაობისასმოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის ამაღლება,
კითხვარების შევსება, ჯგუფური,წყვილებში და
ინდივიდუალური მუშაობის ფორმები, ეფექტური
სწავლების სტრატეგიები , სკრინინგული ტესტი.
თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე
ჯგუფი
სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე და
მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 17უფროსია, ხოლო 4-წამყვანი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული
ლაბორატორიითა და ინტერნეტით, ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა
და გარეთა ეზო. თუმცა კომპიუტერები მოძველებულია. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის
ყველა საჭირო რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი, სადაც განვახორციელე კვლევა, არის დაწყებითი
საფეხური(VI)
, კვლევა ჩატარდა 23 მოსწავლეს
შორის 2017-2018
სასწავლო წელს და გრძელდებოდა8
თვე.
1.2
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობისას მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდის გაუმჯობესების
გზების ძიება და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
1.2.1 პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება
მდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და წერაში წარმატების მნიშვნელოვანი
წინაპირობაა. გააზრებული კითხვაცა და წერაც
მნიშვნელოვანწილად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული
პრობლემების უმთავრესი მიზეზი სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა. კარგი მკითხველები
გამოირჩევიან სიტყვების ცოდნით და შეუძლიათ დიდი ძალისხმევის გარეშე გამოიყენონ საჭიროებისამებრ.
სიტყვების ცოდნა, თავის მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება
აკადემიურ წარმატებას ყველა საგანში, ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლეები
უკეთ იგებენ ახალ ცნებებს, აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის მქონე;
ლექსიკური მარაგი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის დამყარების საშუალებაა. ბავშვი ვერ
გამოიტანს აზრს წაკითხულიდან, თუკი ტექსტის სიტყვათა უმრავლესობის მნიშვნელობა არ ესმის.
ისიც ცხადია, რომ ბავშვები სკოლაში განსხვავებული
ლექსიკური მარაგით შედიან, რაც განპირობებულია ოჯახის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობითა
და კულტურული მახასიათებლებით. ლექსიკური მარაგის
სიმცირე წაკითხვის ინტერესს უკარგავს ბავშვს
მისთვის გაუგებარი ინფორმაციისას და ეს პროცესი უფრო ძლიერდება უფროს კლასებში,
სადაც ტექსტების მოცულობა იზრდება, ცნებები, ტერმინები კი რთულდება. ყოველივე ეს განაპირობებს
მოსწავლის ნაკლებად ჩართულობასა და აქტიურობას საგაკვეთილო პროცესში, გაზარმაცებას,
უპასუხისმგებლობას და, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობას.
არსებული სიტუაცია გრძელდება წლების განმავლობაში და ჩვენ უძლურნი ვართ შევცვალოთ რამე,
რადგან უკვე დაგვიანებულია.
ამიტომ აუცილებლად მივიჩნევ, რომ ,ამ მხრივ,
აქტიურად ჩავერთოთ პედაგოგებიც და მშობლებიც დაწყებით საფეხურზე.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეების აქტიურად ჩართვა და სასურველი შედეგის მიღება ჩვენი, პედაგოგების, უპირველესი
მოვალეობა და წადილია, განსაკუთრებით აუცილებელია
მათი ყურადღების მობილიზება ლიტერატურის გაკვეთილზე ლექსიკურმარაგზემუშაობისას, თუმცა ამას ხშირად
ხელს უშლის მრავალი ფაქტორი.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მიერ დაფინანსდა საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტი(G_PRIED).მეცნიერებმა გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად
ლექსიკის სწავლების ორი მიდგომა შემოგვთავაზეს: სიტყვების უწყვეტად და რეგულარულად
სწავლება(Beck ,&McKeown, 1982),და საკითხავი დავალების შესრულებამდე
სიტყვების სწავლება(Brett, Rothlein, &, Hurley,1996; Wixson, 1986). განსაკუთრებითპროდუქტიულადმიიჩნევენ ამ უკანასკნელს და გვთავაზობენ სიტყვის პირდაპირი, ანუ ექსპლიციტური სწავლების
ყველაზე ეფექტურ საშუალებებს:
·
სიტყვების წინასწარ
განხილვას ტექსტის წაკითხვამდე;
·
პირდაპირი
განმარტება;
·
სიტყვის ლექსიკონში
მოძებნა;
·
გათვალსაჩინოება;
·
მორფოლოგიური ანალიზი
სიტყვათწარმოების წესების მიხედვით;
სიტყვის დაშლა შემადგენელ ნაწილებად;
·
მნიშვნელობის
ამოცნობა კონტექსტის მიხედვით;
·
სინონიმებისა და
ანტონიმების დაწყვილება;
·
დამხმარე გრაფიკული
სქემების გამოყენება;
ეს
პროექტი( G_PRIED) სწავლების გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების გაწევასთან
ერთად ხელისშემშლელი ფაქტორების
დიაგნოსტირების საშუალებასაც გვთავაზობს. კვლევების შედეგად გამოვლინდა ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენსმოსწავ-
ლეთა
წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე მშობლიურ ენაში.
მკვლევარებიაღნიშნავენ,
რომთუნდაცერთიამფაქტორთაგანარარსებობისასსაგაკვეთილოპროცესშიმოსწავლეთამონაწილეობადაჩართულობასრულყოფილივერიქნება.
ამიტომმნიშვნელოვანია, მასწავლებელმაგაკვეთილისმართვისასაკონტროლოსაღნიშნულიფაქტორებისუზრუნველყოფაგაკვეთილზემოსწავლეთაწასახალისებლად.
·
წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში;
·
მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი
საფუძველია;
·
სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
·
მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა;
·
მოსწავლეთა შეფასება ის უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის
სტიმულად იქცეს.
·
მოსწავლის მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი
პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის
პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის
პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე
ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა
გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში
მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარე ცხოვრებას შორის.
ჩართულობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი
მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ
მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების
პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების
დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა
კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და
დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში
მათ მონაწილეობას.
მოსწავლეთა ჩართულობა. მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში,
თუ ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას, ზრუნავს
შესრულებული დავალების ხარისხზე და ამასთან, შესრულებულ სამუშაოს
მისთვის დიდი ღირებულება აქვს (Newmann, 1986). ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ
უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისა
და სწავლის მიმართ.
სასწავლო მასალები და ტექნოლოგიები.
InternationalSocietyforTechnologyinEducation-ის მიხედვით, სწავლების პროცესში
ტექნოლოგიების ინტეგრირებას ძლიერი პოზიტიური ეფექტი აქვს მოსწავლეთა
მიღწევებზე მხოლოდ მაშინ, თუ ეს პროცესი შესაბამისად იქნება განხორციელებული.
სწავლებაში ტექნოლოგიების წარმატებით დასანერგად აუცილებელია:
მასწავლებელთა გადამზადება; სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის
დაცვა; მისი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო მასალის ყოველდღიური
გამოყენება; თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნა და ა.შ
(InternationalSocietyforTechnologyinEducation, 2008.Technology
andStudentAchievement — TheჳIndelibleLink).
თავიIII
საკვლევი კითხვების ფორმულირება
კვლევის მთავარი
კითხვა იყო, თუ რა იწვევდა დაწყებით საფეხურზე გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხისდაქვეითებას.ინტერვენციები და რეკომენდაციები
ეფუძნება ისეთ კვლევებს, რომლებიც შეისწავლიან მშობლიურ ენაზე კითხვისა და გაგება-გააზრების სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს დაწყებით საფეხურზე.
საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყე შემდეგი საკვლევი საკითხები:
·
რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების
გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
·
რა აინტერესებთ მოსწავლეებს და როგორ მოვარგოთ საგაკვეთილო პროცესი
მათ ინტერესებს?
·
რამდენად გებულობენ მოსწავლეები გაკვეთილზე ახალ ლექსიკურ ერთეულებს?
·
იყენებენ თუ არა ახალი ლექსიკური ერთეულების უკეთ გასაგებად ლექსიკონებსა
და ენციკლოპედიებს?
·
ხომ არ არის სირთულე ტექსტის მოცულობაში?
·
არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობრივი თუ იდეური თვალსაზრისით?
·
შეესაბამება თუ არა დავალებები მათ ინტერესებს?
·
რა თემებია მათთვის საინტერესო, რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას
საგაკვეთილო პროცესში?
·
რამდენ ხანს ანდომებენ სახლში საშინაო
დავალების შესრულებას და არის თუ არა ეს
მათთვის დამღლელი?
·
ხომ არაა პრობლემის მიზეზი მათი
პიროვნული
თვისებები და,
ზოგადად, სწავლისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა არქონა?
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
ინტერვენციის დაგეგმვამდე
საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე
ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
1.
მოსწავლეები სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი,
მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს სასწავლი მასალა მცირეა, ლექსიკაც მარტივია,
უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით მასწავლებლებთან,
მშობლებთან, თანაკლასელებთან. მე–5-6 კლასში იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა,
რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი ტერმინები, ცნებები, მოსწავლეების გარკვეულ
ნაწილს უჭირs მისი მნიშვნელობის გაგება,
აღქმა, შესაბამისად, წაკითხულის შინაარსის
გაგება-გააზრება და, როცა ამას უკვე სისტემატიური ხასიათი მიეცემა,მოსწავლე
გამოსავალს ადვილად პოულობს-ანებებს სწავლას
თავს.
2.
მშობლების გარკვეული ნაწილი ვერ ეხმარება
შვილს დავალებების შესრულებაში:ან არ არის კომპეტენტური ამ მხრივ, ან დრო არ აქვს დახმარებისთვის. მოსწავლე
ვერ უმკლავდება მარტო დავალების შესრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თუმცა მათი უმრავლესობა მშობლების ჩარევის გარეშეც
ახერხებს სასწავლო გეგმით გათვალიწინებული
საკითხების ათვისებას და არის წარმატებული.კვლევის მიზანიც ესაა,რომ ავამაღლოთ ასეთი მოსწავლეების სწავლების ხარისხი.
3.
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაბალი
მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი და ემოციური ფაქტორი.
აღნიშნული კვლევის მიზანი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე სწორედ
იმ მეთოდების დანერგვაა, რომლებიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდასა და გააქტიურება, შესაბამისად,მათი შედეგების
გაუმჯობესებას.
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
მონაცემთა შეგროვების თვისებრივი
(სკრინინგული ტესტირება, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული
და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების( დახურული და ღია ანკეტირება)
გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაცია მაღალია,თუმცა შედეგი დაბალია,
რადგან შესასწავლი ლექსიკური ერთეული ბევრია, დრო კი-ნაკლები.
ინტერვენციის ეტაპზე თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით
შევიმუშავე ის მეთოდები, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა
გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში. სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები მოიცავს მეტ
ჯგუფურ, წყვილებში და ინდივიდუალურ მუშაობას, ასევეG_PRIED_ის მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას, რაც მთავარია, თითოეული
ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
გაანალიზებულშედეგებზედაყრდნობითდაიგეგმაშემდეგიინტერვენციები:
Ø მოსწავლეების
მხრიდან კითხვარების შევსების მიმართ განსაკუთრებული
პასუხისმგებლობით დაიგეგმა ჯგუფური და წყვილებში მუშაობა სამი თვის განმავლობაში (თვეში
2ჯგუფური, 2-წყვილშიმეცადინეობა).
Ø იქმნებოდა
თანაბარი სიძლიერის ჯგუფები, რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს;
Ø კითხულობდნენ მცირე ზომის მხატვრულ თუ არამხატვრულ (საინფორმაციო)
ტექსტებს, ამოიწერდნენ მათთვის უცნობ სიტყვასა თუ გამოთქმას, აფიქსირებდნედ თავიანთ
თავდაპირველ შეხედულებებს ამა თუიმსიტყვისა
თუ გამონათქვამის მნიშვნელობასთან დაკავშირებით,იყენებდნენ სხვადასხვა აქტივობებს:
,, სიტყვის პირამიდას’’, ცნების რუკას’’, ,,სინონიმებისა და ანტონიმების ბანქოს’’,
შესაბამისობებს სიტყვასა და გამოსახულებებს
შორის, სიტყვების დაჯგუფებას კატეგორიების მიხედვით, დაკარგული სიტყვების აღდგენას
ტექსტში, ამოიცნობდნენ სიტყვების მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით, ძებნიდნენ სიტყვების
განმარტებებს ლექსიკონში და სხვა. დიაგნოსტიკის მიზნით მუშაობდნენ ტესტებზე.
Ø წარმატებული
მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტმოსწავლეებს;
Ø ერთობლივად აანალიზებდნენ შედეგებს
და აფასებდნენ
შემაჯამებელ დავალებებს;
Ø ანკეტურად გამოიკითხნენ მოსწავლეები სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით;
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი
ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ
როგორც წარჩინებულ, ისე აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს ძალიან ახალისებდათ ჯგუფური
მუშაობა, უფრო მეტად, ვიდრე წყვილებში და ინდივიდუალურად.
ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის უნარებს,
ეხმარებოდნენ ერთმანეთს, და, რაცმთავარია, ამას უკვე დიდი სიხარულით
აკეთებდნენ.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები, მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად.
უსვამდნენ ერთმანეთს
შეკითხვებს, იყენებდნენ აქტივობის ბარათებს,
რომლებიც უვითარებდა სხვადასხვა უნარებს: ფონოლოგიურ,წერის
,კითხვის, ტექსტის გაგება-გააზრების, ანალიზის
და სხვა. იყენებდნენ გრაფიკულ სქემებს: სიტყვის პირამიდებს, ცნების რუკას, სიტყვის
ბანქოს, აღადგენდნენ ტექსტში დაკარგულ სიტყვებს ,აჯგუფებდნენ მსგავს და საპირისპირო
მნიშვნელობის მქონე სიტყვებს, განმარტავდნენ ფრაზეოლოგიზმებს. ჯგუფური მუშაობა გრძელდებოდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში.
მომდევნო გაკვეთილზე
საპასუხოდ გამოძახებული იყვნენ სუსტი მოსწავლეები და, თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას,
მაშინ პასუხობდა
მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე.
ამით საშუალება
მექმნებოდა მთელი ჯგუფის ცოდნა შემემოწმებინა.
შემაჯამებელი
კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს.
მათ წინ ედოთ თავიანთი
ნაშრომები, თავდაპირველად ითვლიდნენ გაცემული პასუხების რაოდენობას,
აწერდნენ რვეულის
არეზე დa
იქვე აღნიშნავდნენ გადასწორებული პასუხების რაოდენობასაც.
შემდეგ იწყებოდა
კითხვა რის განხილვა, ბოლოს ითვლიდნენ სწორი პასუხების რაოდენობას და ახლა ამ ციფრს მიაწერდნენ გაცემული პასუხების ქვემოთ.
დაკვირვებით და მოსწავლეების
გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დროს, ტესტირებებით,
თვითშეფასებებით - მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა, მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა სასწავლოპროცესში,
შესაბამისად, სწავლის
დონეც გაუმჯობესდა.
ეს უკანასკნელი
გაიზომა კითხვარების შევსების საშუალო არითმეტიკულით.
შემაჯამებელი კითხვარებისშევსება ივსებოდა თვის ბოლოს შედეგების შესადარებლად. კითხვარების შევსების საშუალო არითმეტიკული:
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
VI
|
|
საშუალოარითმეტიკული
|
6
|
6
|
7
|
8
|
7
|
7
|
ტესტების შედგენისას გავითვალისწინე ყველა ლექსიკური
ერთეული, სულ 18 კითხვიანი ტესტი, თანაბარი სიძლიერის, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი
იქნებოდა დიფერენცირებული მიდგომა- სუსტი მოსწავლეებისათვის შედარებით მარტივი ტესტი
შემედგინა, ეს უფრო ეფექტური იქნებოდა.ამას სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ და რეკომენდაციად მივიჩნევ.
მონაცემთაშეგროვებამდაშედეგებისანალიზმააჩვენა, რომ:
Ø მასწავლებლებიიცნობენეფექტიანსტრატეგიებს, თუმცა ყველას
ვერ იყენებენ ტექსტზე მუშაობისას, რადგან ბევრი ახალი სიტყვაა აღსაქმელი , გასაგები, მოსწავლეებთან დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებით
უკეთესი შედეგი მიიღწევა, მაგრამ ყველა გაკვეთილზე
ეს ვერ ხერხდება.
Ø მასწავლებლები
სისტემატურად არ
თანამშრომლობენ ერთმანეთთან სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად და არ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას;
Ø აღწერითი
დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან აქტიურად საგაკვეთილოპროცესში ჩართულნი, ისინი მხოლოდ მოვალეობის
მოხდის მიზნით ერთვებიან აქტივობებში.
Ø ფოკუსირებულმა
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ აკეთებენ ტესტებს, უჭირთ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, ვერ გებულობენ ცნებებს, ტერმინებს,
საჭიროებენ მუდმივად მითითებებსდა, აქედან გამომდინარე, მხატვრული
ტექსტის გაგება-გააზრება.
Ø პირველი
ტესტირების ანალიზმა გვიჩვენა,
რომ მოსწავლეთა45% -მადაიმსახურა საშუალოზე
მაღალიშეფასება, 20% -მა - საშუალო,
35% -მა -დაბალი; ღია და დახურული
ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა23 მოსწავლე.
დადგინდა,რომ:
Ø გაკვეთილი საინტერესოა, როცა
მასწავლებელი გრაფიკულ სქემებსა და თვალსაჩინო-დიდაქტიკურ მასალას იყენებს42%-თვის,
ჯგუფური მუშაობა მოსწონს32%-ს,წყვილებში მუშაობა-15%-ს,არ აქვს მნიშვნელობა გაკვეთილის
ტიპს-11%-ს,
Ø მოსწავლეთა 50%-ს მოსწონს სახელმძღვანელო,
რომელსაც ვიყენებ გაკვეთილზე, 25%-ს არ მოსწონს, 12%-თვის მნიშვნელობა არ აქვს სახელმძღვანელოს, სასურველი
იქნებოდა დამატებითი დამხმარე სახელმძღვანელო
13%-თვის.
Ø ლექსიკური ტერმინოლოგია32%-თვის
მარტივია, 35%-თვის რთულია, 22%-თვის მწირია,11% თვლის ,რომ მისთვის სულ ერთია.
Ø სახელმძღვანელოში წარმოდგენილი
ტექსტები შინაარსობრივი და იდეური თვალსაზრისით მისაღებია 52%-თვის, მიუღებელია 18%-თვის
, ნაწილობრივ-22%-თვის, უკეთესიც შეიძლება-8%
Ø მოსწავლეთა 33% ისურვებდა სახელმძღვანელოში
ყოფილიყო სათავგადასავლო შინაარსის ტექსტები,
მოსწავლეთა 10% -საინფორმაციო-სამეცნიერო, 14%- ისტორიულ ფაქტებზე აგებული, ყველა ერთად-
43%.
Ø სირთულეა
ტექსტის მოცულობა 29%-თვის, 31%-თვის
-არა,
ნაწილობრივ-15%, დამოკიდებულია
ტექსტის სირთულეზე- 25%.
Ø ჯგუფური მუშაობის დროს ადვილად სწავლობს 41%, ვერსწავლობს 29%, ურჩევნია დამოუკიდებლად მეცადინეობა- 20%, არცერთი არ აირჩია 10%-მა.
Ø მცირე ზომის თხზულების წერა უჭირს
25%-ს, არუჭირს35%-ს, ზოგჯერ უჭირს- 17%-ს,თხზულების სირთულეს გააჩნია-23%.
Ø დავალების შესრულება უჭირს დამოუკიდებლად 35%-ს, არუჭირს 15%-ს, თუ გაიგო ასრულებს დამოუკიდებლად 25%, დავალების სირთულეს გააჩნია 25%.
Ø ლექსიკონებსა
და ენციკლოპედიებს ტექსტის გაგება-გააზრებისათვის იყენებს 23%, ნაწილობრივ
იყენებს 11%, იშვიათად-7%, საერთოდ არ იყენებს
59%.
Ø კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობს
32%, ზოგჯერ კითხულობს 17%, მხოლოდ მისთვის საინტერესო თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს
კითხულობს -13%, საერთოდ არ კითხულობს-38%.
ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები. კითხვაზე:რა ტიპის ლექსიკის შესწავლა გსურთ, მოსწავლეებმა დაწერეს, რომ სურთ სხვადასხვა თემის ირგვლივ სიტყვათა მარაგის შესწავლა
დამატებით
სახელმძღვანელოსთან ერთად. კითხვაზე:როგორი ტიპის ტექსტები სურთ შეისწავლონ,მოსწავლეებმა დაწერეს,რომ სურთ სპორტზე, თავგადასავლებზე, ცნობილ ადამიანებზე დამატებითი ინფორმაციის გაგება.
აღნიშნული აქტივობები, მართლაც
,შეესაბამება თანამედროვე სწავლების
მოთხოვნებს,
თუმცა მათ ხშირად ვერ ვიყენებთ, რადგან წინასწარ სჭირდება სასწავლო
რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს და ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.
თავიV
ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
თავიVI
პრაქტიკული
კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი133,, 1); შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიულიგანვითარება, მუხლი 139, 2). სწორედ ამიტომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქ- ტიკული კვლევების განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილიპ რობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზები სძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და, რაც მთავარია, სკოლაში სწავლა-სწავლებიs ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა-სწავლების და მოსწავლეთაა კადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევის განმახორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაცსკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
ჩემ
მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ
წარმართონ პედაგოგიური კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კვლევის
შედეგების გაცნობა ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ მოსწავლეთა საწავლა-სწავლების
პროცესს.
თავიVII
7.1 პროექტის
ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
X
|
|||||||
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||||
ინტერვიუ სკოლის
დირექტორთან
|
X
|
X
|
||||||
მეორადი მონაცემების
შეგროვება
|
X
|
|||||||
მეორადი მონაცემების
ანალიზი
|
X
|
X
|
||||||
კითხვარის შედგენა,
დამუშავება
|
X
|
|||||||
კითხვარის
შევსება
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
გამოკითხვა/თვითშეფასება
|
X
|
X
|
||||||
მიღებული შედეგების
ანალიზი
|
X
|
|||||||
სავარაუდო ინტერვენციების
განხილვა
|
X
|
|||||||
ინტერვენციის
განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
|||||
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
X
|
|||||
პრეზენტაცია
სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
X
|
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება
ითქვას, რომ სასურველია გადახალისდეს
სახელმძღვანელოები, სადაც მოძველებული ტექსტებია წარმოდგენილი, რაც
მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმი ინტერესს; თემატიკა უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინებით შერჩეული; ასევე ლექსიკა უნდა იყოს თანამედროვე,რათა აქტიურად
შეძლონ მოსწავლეებმა მისი აღქმა-გაგება და პრაქტიკაში გამოყენება; სახელმძღვანელოში
უნდა იყოს უფრო მეტი ზეპირი თუ წერითი აქტივობები, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ ნასწავლის ტრანსფერის უნარი, შეძლონ საჭიროებისამებრ
გამოიყენონ საუბარსა და წერაში ნასწავლი. სასურველი შედეგი გამოიღო GPRIED_ის მიერ შემოთავაზებული
თვალსაჩინო-დიდაქტიკური მასალისა და
აქტივობების დანერგვამ პრაქტიკაში, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ეს თნამშრომლობა
სისტემატიური იქნება.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს ის, რომ
მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვაში, რათა საკუთარი აზრის
ჩამოყალიბებასა და კრიტიკულ აზროვნებას
მიეჩვიონ.
7.3 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის,რომ
მოსწავლეთა ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, იყო პასიური
აქტივობების განხორციელებისას. სასურველი იქნებოდა მოსწავლეთა სრული ჩართულობის მიღწევა,
რათა კიდევ უფრო რეალური შედეგი მიმეღო. მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა,ვთვლი, რომ
შედეგები რეალურია. შესაძლოა უმნიშვნელო
სხვაობა ყოფილიყო ყველა მოსწავლის ჩართვის შემთხვევაში. ძირითადად უარი მოსწავლეთა
იმ ნაწილმა თქვა, ვისაც დაბალი აკადემიური მოსწარება აქვს.
დასკვნა
კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ
მოსწავლეებში და ითვალისწინებდა ჩამორჩენილი მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში.
ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით ცოდნის დონე
ამაღლდა, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციაზე და ნაკლებად
- შინაგანზე. მათი მიზანი ამ დროს კითხვარების შედეგები გახლდათ. ეს თავისთავად ამაღლებს
ცოდნის დონეს და ამზადებს მოსწავლეებს შემდგომი კვლევისთვის, მაგრამ გამორიცხავს შემოქმედებითო-
ბას, კრიტიკულ აზროვნებას.
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც
დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების
ეფექტურად გამოყენებასა და მოსწავლეთა ჩართულობის
გაზრდაში.
ბიბლიოგრაფია
კითხვისა და წერის. | სწავლება. დაწყებით საფეხურზე. I-VI კლასები ... თავი კითხვისა da წერის სწავლების ძირითადი საკითხები. ............. თავი II.
2. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი.
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული
წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, 2016 <http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf>
3. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3
მაისი. http://m< astsavlebeli.ge/?p=281>
4. გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ
კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი<http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201>
5. ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები
სოციალურკვლევაში“სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006წ < http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173>
6. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ
მეცნიერებებში“ თბ. 2008.<http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf>
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4
საჯარო სკოლაში ჩავატარე
,,ქართული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილებზე ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობისას მოსწავლეთა
ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა.’’
კვლევის მიზანი იყო დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა, კერძოდ,ლექსიკური
მარაგის გამდიდრების მიზნით ეფექტური სტრატეგიების გამოყენება,რაც, თავის მხრივ,
არის გარანტი წერითი და ზეპირი მეტყველების გაუკეთესებისა და საერთო
წარმატებისა.
კვლევა გრძელდებოდა 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე. მოსწავლეთა
გამოკითხვა ვაწარმოე წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისათვის საინტერესო და
სახალისო იყო ახალი სასწავლო პროექტის, G-PRIED-ის აქტივობებზე მუშაობა,
კითხვარების შევსება, ჯგუფური, წყვილებში მუშაობა, თავიანთი უნარების წარმოჩენა. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის,
კმაყოფილი დარჩნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი იმის, რომ თვითონაც
განახორციელონ კვლევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება უკუკავშირს, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი:კოლეგების
ნაწილი, ჩემ მსგავსად, მიიჩნევს ,რომ სკრირინგული ტესტები სასურველია ყოფილიყო
არა თანაბარი დონის, არამედ დიფერენცირებული, მოსწავლეთა შესაძლებლობებზე
მორგებული. ეს, მათი აზრით, მოტივაციას და შედეგს უფრო გაზრდიდა.
ისინი კი ,ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო, მიიჩნევენ, რომ თვითონაც
განახორციელონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий